Saturday 13 December 2008

ენერგეტიკული რესურსები და საქარათველო.“

1.პროექტის სახელი: „ ენერგეტიკული რესურსები და საქარათველო.“
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტში მონაწილე მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ენერგო-რესურსებს. იკვლევენ რამდენად მდიდარია საქართველო ენერგო-რესურსებით და მოძიებულ მასალას ათავსებენ ინტერნეტში.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ბუნებრივ რესურსებს. ადგენენ განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებს და ახდენენ მათ კლასიფიკაციას ჯგუფებად. აღწერან მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს. მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა ენერგიის „მიღების“ ალტერნატიული გზების შესახებ. საქართველოს თითოეული კუთხის შესწავლით დაადგენენ, თუ საქართველოს რომელ მხარეში, რომელი ენერგო-რესურსი მოიპოვება. მოიძიებენ ინფორმაციას თავიაანთი საცხოვრებელი ადგილ-მდებარეობის მახლობლად მოიპოვება თუ არა რომელიმე სათბობი წიაღისეული მარაგი, ან კიდევ თუ არის იმის საშუალება რომ ადამიანმა თვითონ შექმნას ენერგიის მიღების წყარო,( მათი სოფლის ან ქალაქის მახლობლად მოედინება მდინარე, შეისწავლოს და დაადგინოს შესაძლებელია თუ არა მასზე ჰიდროელექტროსადგურის დადგმა).მოიძიებენ ინფორმაციას ენერგიის არატრადიციულ წყაროებზე და მათ მაღალ ეფექტურ გამოყენებაზე, (მზის ენერგია, ბიოგაზი). მოსწავლეეი გააცნობიერებენ, თუ რაში, მდგომარეობს ენერგოეფექტურობის არსი. იმსჯელებენ ენერგიის დაზოგვის გზებზე.მოძიებული მასალით შეექმნებათ წარმოდგენა თუ როგორია ორგანული და განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების მდგომარეობა მსოფლიოსა და საქართველოში. მოსწავლეები გაერკვევიან თუ რამდენად ხდება ზრდა პირველად ენერგეტიკულ რესურსებზე. აქვე წარმოაჩენენ გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს,( კლიმატის ცვლილება, ოზონის ფენის შემცირება, მჟაური წვიმა, წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება, ბიოლოგიური ნაირსახეობების დანაკარგები და ას. შე.)
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15,16,17,18,19 / IX, X, XI, XII
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 4 თვე, ნებისმიერი სასწავლო წლის განმავლობაში.
6.პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: კლასიფიკაციის, თხრობის, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე. კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, ცხრილების შედგენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ჯგუფთან ერთად გეგმავს და წარმართავს კვლევას. აღრიცხულ რაოდენობრივ მონაცემებს მიუსადაგებს შესაბამოს ერთეულებს. ისწავლიან ტექნიკური აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას.შექმნიან მოძიებული მასალის ელექტრონულ ვერსიას და განათავსებენ ბლოგებში.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ენერგო- რესურსების შესახებ.აღმოაჩენენ თუ უფრო მეთად რომელი ენერგორესურსის ნაკლებობას განიცდის სახელმწიფო. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი თვითონ შექმნან რაიმე ღირებული( მაგ. წარმოადგინონ პატარა სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მოდელი). შექმნიან გრაფიკებს და დიაგრამებს სედეგების ანალიზისათვის. შექმნან მოძიებული მასალის ელექტრონული ვერსია. შექმნიან სითბოსმომხმარებელი სისტემების ელექტრონულ ვერსიას.
8.სარგებელი სხვებისათვის: საზოგადოებას გააცნობენ თუ რომელი ენერგიის წყაროს გამოყენებაა ეკოლოგიურად სუფთა. გააცნობენ სინათლის წყაროების ტიპებს. განათების გაუმჯობესების საშუალებებს. თითოეული ადამიანი იზრუნებს ენერგოეფექტურობაზე.მიაწვდიან ინფორმაციას ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ. გაეცნობიან მზის ენერგიის პოტენციალს საქართველოში.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/
გეოგრაფია (გაეცნობიან საქართველოს კუთხეების გეოგრაფიულ ადგიმდებარეობას და შეისწავლიან მათ ბუნებრივ რესურსებს) მათემატიკა (შეადგენენ ცხრილებს და დიგრამებს ),
ეკონომიკა ( იმსჯელებენ ენერგეტიკული რესურსების ღირებულებაზე),
ქიმია (ერთმანეთთან აკავშირებენ ენერგიის მოხმარებას და გარემოს დაცვის საკითხებს).
მოსწავლეები მოცემული პროექტით ისაუბრებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების და მისი დაზოგვის გზებზე.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნელი კახუბერაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: n.kakhuberashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac42a0
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttp://www.energia7.blogspot.com/

1 comment:

ინგა said...

ძალიან საინტერესო პროექტია.ნამდვილად წაადგება საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს.
ინგა, ვარიანის სკოლა